ნაოჭების! პრობლემა ბევრი ქალი

#dieta, #fb, #food, #health, #onions -

ნაოჭების! პრობლემა ბევრი ქალი

დავემშვიდობოთ ნაოჭების ერთხელ და სამუდამოდ

სახე ადამიანის იდენტურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელია.მისი მოვლა თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების სწრაფმა განვითრებამ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახადა. 

თუმცა ჯანსაღი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კანის ჯანმრთელი სტრუქტურისათის.კანის ტიპების მრავალფეროვნების გამო მათი მოვლის რუტინა და საშუალებები განსხვავებულია.გარემოს გადაჭარბებული დაბინძურება ცუდ გავლენას ახდენს კანის შრეებზე, ამასთან ერთად მაკიაჟის სისტემატიური გამოყენებაც საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ზედაპირულ საფარველზე.იმისათვის,რომ კანს ნორმალური მდგომარეობა შევუნარჩუნოთ აუცილებელია სპეციალური პროცედურების როგორც სახლის პირობეში ასევე სალონურ დაწესებულებებში ჩატარება.
სახის კანის მოვლა რამდენიმე საფეხურისგან შედგება, პირველი ერთ-ერთი აუცილებელი პილინგის პროცედურაა, როდესაც ხდება ფორებსა 
და კანის ზედაპირში ჩამჯდარი ჭუჭყის გაწმენდა და გასუფთავება.თუმცა ხშირად ხდება,რომ სახლის პირობებში არასწორი მოქმედების დროს ვერ ხერხდება ფორების დახურვა,რაც შესაძლოა მეტად საზიანო აღმოჩნდეს ჩვენი კანისთვის.ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად ესთეტიკურ ცენტრებში ამ პროცედურის-ბიორევიტალიზაციის სრულიად უსაფრთხოდ ჩატარებაა შესაძლებელი.

ალბათ ქალების დიდმა ნაწილმა იცის თუ რამდენად საზიანოა კანისთვის ღამით მაკიაჟით დაძინება.გამომდინარე იქიდან,რომ კანს რეგენერაციისა და სუნთქვის უნარი აქვს,ღამე ამისთვის ყველაზე კარგი დროა, მაკიაჟი კი მას ამაში ხელს უშლის ,რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფორების დახშობა და დაზიანება. 
ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა საღამოს სახლში დაბრუნებულნი რამდენად დაღლილები ხართ, აუცილებელია რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი პროცედურის ჩატარება,რის შემდგაც თავს ბალიშზე გაცილებით მშვიდად დადებთ. პირველ რიგში აუცილებელია სახის დაბანა სპეციალური დასაბანი საპნით ან გელით, შემდეგ სპეციალურად თქვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი მიცელარული წყლის გამოყენება რის შემდეგაც ვიყენებთ ტონერს,რომელიც არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის გამაღიზიანებელს. აუცილებელია სახის გაწმენდა შრატით,რათა მოხდეს პიგმენტური ლაქებისა და ღრმა ნაოჭების გაჩენის პრევენცია. დაახლობით 15-20 წუთის შემდეგ დამატენიანებელი კრემი რუტინის ბოლო საფეხურია.
წლების მატებასთან ერთად კანის სტრუქტურა მკვეთრად იცვლება,ჩნდება ნაოჭები,რომელთა სარკეში დანახვაც არც ისეთი საშიშია როგორც წარმოგვიდგენია,მაგრამ სახის კანზე ზრუნვა ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს,რადგან პატარა უყურადღებობამაც კი შეიძლება საკმაოდ დიდ პრობლემამდე მიგვიყვანოს.
როგორ ვუშველოთ ამ პრობლემას შინაური მეთოდებით

1. შეწყვიტეთ ცილოვანი დიეტები
ცილოვანი დიეტა აუცილებელია სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. ცილა ეხმარება კუნთის მასის ზრდას, მატებს ძალას და ორგანიზმის გამძლეობას ზრდის. თუმცა, ამ დიეტას კანთან დაკავშირებული პრობლემებიც ახლავს თან. 
იკვებეთ ახალი ხილით და ბოსტნეულით. ისინი ფორებს ასუფთავებენ ცხიმოვანი მჟავებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ეს კი ელასტინის და კოლაგენის გამომუშავებას ზრდის. 
20-35 % ცილა, 10-15% 
ცხიმი, 50-60 % ნახშირწყლები.



2. შეამცირეთ შაქრის და ტკბილი საკვების რაოდენობა
შაქარი კანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. შეეცადეთ, ერთი კვირით მაინც თქვათ უარი ტკბილეულზე და მაშინვე შეამჩნევთ, როგორ უკეთესობისკენ შეიცვლება თქვენი კანის ფაქტურა. 


3. სვით ბევრი სუფთა წყალი
ჩაის, ყავის და ალკოჰოლის სმის კულტურა უფროა განვითარებული ჩვენთან, ვიდრე წყლის მიღების. მოზარდი ადამიანი დღეში დაახლოებით 2,5 ლ წყალს უნდა იღებდეს. 


4. გამოიყენეთ ნატურალური სკრაბები და ნიღბები
იხილეთ რეცეპტი, როგორ მოამზადოთ სკრაბი სახლის პირობებში
იხილეთ სახის შინაური ნიღბები



5. სახის მასაჟი
გაიკეთეთ სახის მასაჟი ბალახეულის ნახარშის ყინულებით. ის კანს ტონუსში მოიყვანს და მის მდგომარეობას გააუმჯობესებს.